MAN Georgia
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image 6

           

         wfqf          

 

 
სიახლეები

სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის!

დღეს 12 ივლის სასტუმრო 'რედისონ ბლუ ივერია'-ში დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას მოეწერა ხელი,კერძოდ, წლის დასაწყისში მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ გერმანულ კომპანია "MAN Truck and Bus AG"-სა და თბილისის მერიას შორის. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალიზე ავტობუსების პრეზენტაციაც შედგა, სადაც ფართო საზოგადოებისთვის წარდგენილი იქნა დეტალური ინფორმაცია ავტობუსების შესახებ.

პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ შარშან დაიწყო თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვლევით, რომლის შედეგებმა ცხადყო, რომ დედაქალაქის ავტო პარკი განახლებას საჭიროებდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად და ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას დაფინანსება ევრობანკმა 27 მლნ ევროს ოდენობით სესხის, ხოლო EBRD-ის მართვის ქვეშ არსებულმა ფონდმა E5P-მა დამატებით 7 მილიონის გრანტი სახით გამოყო. ტენდერი და შესყიდვის ყველა ტექნიკური-ფინანსური შეფასების პროცედურა მთლიანად ევრობანკის წესების შესაბამისად ჩატარდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებული გერმანული კომპანი "MAN Truck and Bus AG" ამ სეგმენტის ერთერთი ლიდერია და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს.

ხელშეკრულების თანახმად, თბილისის ავტოპარკი უკვე სექტემბრიდან 143 ერთეული უახლესი MAN Lion's City CNG ტიპის 2016 წლის ავტობუსით ეტაპობრივად განახლდება. MAN-ის ავტობუსები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს. არის თანამედროვე, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, სრულად ადაპტირებული და კომფორტული. აღნიშნული საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს თბილისის მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და დედაქალაქს ევროპის უამრავი სხვა ქალაქის მსგავსად დაამშვენებს

 

        MAN KAN - Copy


მომსახურება და ნაწილები
ვრცლად
კონფიგურატორი
ვრცლად
 

სიახლეები

12.07.2016 | NEWS
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის!

წლის ყველაზე მაშტაბური პროექტი, სექტემბრიდან თბილისს MAN-ის ახალი ავტობუსები დაამშვენებენ!.

ვრცლად
 
06.02.2015 | NEWS
MAN ტრეინინგი

MAN-ის ერთობლივი ტრეინინგები საქართველოში

 

ვრცლად
 
28.05.2015 | NEWS
მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები

მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას გადაეცა.

ვრცლად

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
სექტემბერი 2016
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30